სიკვდილი ისვენებს

10456007_835306349815362_5221464550767491319_nბოლო დროს სულ სიკვდილზე ვფიქრობ. არ მინდა შეგეშალოთ – სუიციდს არ ვგულისხმობ, ჩვეულებრივ, ბუნებრივ ან თუნდაც ხელოვნურ სიკვდლზე. ყველაფერი კი ჟოზე სარამაგოს დამსახურებაა.

ეგზისტენციალიზმი რომ მიყვარს, ამას ბლოგიდანაც შეიტყობდით. რა არის სიცოცხლე და რა სიკვდილი, არსებობს თუ არა თავისუფალი ნება, კანონზომიერება წარმართავს ჩვენს არსებობას თუ შემთხვევითობა? – კარგი კითხვებია, დაუსრულებელი მსჯელობით, რომელიც დაახლოებით იმას ჰგავს – ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი. ზოგი ერთს ემხრობა, ზოგი მეორეს, ფაქტი კი ის არის, რომ ორივე ერთდროულადაა.

მას შემდეგ, რაც პირველყოფილმა ადამიანებმა ემოციური დამოკიდებულება იგრძვნეს თანატომელთა თუ თანათემელთა მიმართ, დაიწყეს მათი გარდაცვალების გულწრფელი განცდა. მოიგონეს დაკრძალვის ცერემონია, შექმნეს ილუზია, რომ მერე სადმე, პირობითად სამოთხეში ერთმანეთს შეხვდებოდნენ და გამოიგონეს რელიგია, რაც თავდაპირველად, რა თქმა უნდა, სოციალურ ორგანიზაციას ნაკლებად გულისხმობდა და აწ სუბორდინაციული ინსტიტუტისგან მეტად ნაივური რიტუალებითა და შეხედულებებით განსხვავდებოდა. იმ მომენტიდან, როცა ერთმა ქვის ხანის მკვიდრმა, მეორეს გარდაცვალება დაიტირა ( შესაძლოა სახის დახოკვითა და სულისწამღები შეძახილებით), სიკვდილი ყველას შეძულდა, როგორც ის გარდაუვალი ძალა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს.

წარმოიდგინეთ, გაიღვიძეთ და სიკვდილი არ არსებობს. ბედნიერები უნდა ვიყოთ ალბათ, არა? მაგრამ ჟოზე სარამაგო ამ გამორიცხული მოვლენის დაშვების ოდნავი ალბათობითაც კი საგანგაშო სურათს ხატავს – წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნის, საათის მექანიზმივით აწყობილ ქვეყანას ერთი მნიშვნელოვანი ჭანჭიკი რომ ამოაძრო. დახშული სივრცე, სადაც არსებობენ და არ კვდებიან მოხუცები, რომელთა რიცხვი ყოველ დღე მატულობს, გაკოტრებული დამკრძალავი ბიუროები.. იქით მთავრობა კედელს ეხეთქება, აქეთ სადაზღვევო კომპანიები, მოხუცებულთა თავშესაფრები და საავადმყოფოები ემსგავსება შეშლილებს. სრული პანიკა, სრული ქაოსი. სადღაც ქრება თითქოს საყოველთაოდ მიღებული და დაკანონებული მორალური ფასეულობებიც.  საოცარია, არ ვართ მზად იმისთვის, რომ ერთ ერთი სანუკვარი ოცნება რეალობად ვაქციოთ.

თუ უკვდავება და მარადიული სიცოცხლე არა, იქნებ სიკვდილმა იმდენი გულისხმიერება მაინც გამოიჩინოს, რომ წინასწარ გაგვაფრთხილოს ამა და ამ დღეს ამოგხდება სული და იქამდე შენი საქმეები მოაგვარეო. მიმზიდველი იდეაა, მაგრამ სარამაგო აქაც ჩიხს ხედავს – ამას ადამიანებისთვის მეტი ტანჯვა მოაქვს მხოლოდ, და სულ ესაა.

სულ ესაა მეთქი.

Advertisements
Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | Leave a comment

ექს- პერიმეტრი

ჩემი ბლოგის ერთ-ერთ უპირატესობად იმას ვთვლი, რომ არასოდეს მიწერია იმაზე, თუ რამდენი კოვზი შაქარით დავატკბე ჭიქა ყავა (უშაქროდ ვსვამ და ალბათ იმიტომ), რა ვიგრძენი, როცა წვიმა წამოვიდა, ან როგორ მატიკნა გული სატრფოსთან განშორებამ. პირადი ცხოვრების აფიშირება is not my style. მარტივი მიზეზის გამო – ჩემს გარდა არავის, დიახაც, სულ არავის აინტერესებს მსგავსი დეტალები. მარტო მე შეიძლება მომეშალოს ნერვები გაღვიძებულს კბილის პასტის “წюბიკი” ცარიელი რომ დამხვდა. აი, რატომ შეიძლება ვინმემ განიცადოს როგორ შემომხედა შინაბერა, უკაცრავად და გადახრწნილმა, დიახ, სრულიად დაობებულმა მეზობელმა, როცა შორტებით გავედი გარეთ, მე, კლდემამოსილი, თავად სიწმინდის, აჰა, სიცოცხლის დამცველთა, ექიმთა ნაშიერი.

მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს კითხვა და წიგნებზე დაწერილი ჩემი “სტატიებიც” ისეთივე პოპულარობით გამოირჩევა, როგორც ჩემი ბლოგ-პოსტები მხატვრობის შესახებ. იდეაში ლუზერი ვარ.

ამიტომაც გადავწყვიტე, რამდენიმე პოსტი ვგლიჯო ისეთ თემებს, რომლებიც ნერვებს იმედია ერთ და ორ, ან იქნებ სამ ადამიანს მაინც უშლის.

დავიწყოთ იმით, რომ არაფერი გვეშველება. ხო, სწორად გამიგე, მე პესიმისტს მეძახიან, მაგრამ თავს რეალისტად ვთვლი და სწორედ ამიტომ ვითვლი ხუთამდეც – ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი.

რატომ არ გვეშველება – კაროჩე, ვიღაც ზანგმა ტიპმა იუთიუბზე დადო ვიდეო რა, ჰოდა კაროჩე ბაზრობს ქართველებიო მაჩმორებენო რა, ჰოდა აბა რა ეგონა მაგ ჩემანალას, მაგას, აქაო და საქართველოში ვარო და ჩვენს დებს მოვატყვნევინებთ? < აი ამიტომ. ასეთი აზროვნების, საუბრის და შეგნების გამო. ვიქნებით სიბნელეში, როგორც გარშოკზე შემომჯდარი ბავშვი, რომელიც შიშით კანკალებს, იმიტომ რომ პირველად დატოვეს მარტო იმის საქნელად. ჰოდა, ასე ვიქნებით. და მეცოდება მე ყველა ის ერთი, ორი ან იქნებ სამი ადამიანი, ასე რომ არ ფიქრობს. ჰოდა გამხნევებთ – მე თქვენთან ვარ მეგობრებო! ურა, ტაში, ნამგალი და უროც! ურა და ურო! თავში დიდი, თანაც სქელი, იქნებ გრძელი ურო!

მეორე მხრივ რთულია არ იფიქრო იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესში, გადაადგილების საშუალებათა სიხშირე და აშკარა გამარტივება თავისთავად გულისხმობს კულტურულ ელემენტთა გაცვლა-გამოცვლას, რამაც შესაძლოა თავის დროზე, მართლაც შეცვალოს სამყაროს დემოგრაფიული სიტუაცია. ჰოდა არა ქართველმუჟიკურად, ან ქართველჟენშინურად, მართლა ვფიქრობ იმაზე, თუ რა სურათი გვექნება ოცი, სამოცი, თუ გინდა ოთხმოცი წლის შემდეგ. საქმე მარტო ერთ ჩაშავებულ ქვეყანას ეხება, გულისამრევი სოციალური-ეკონომიკური-პოლიტიკური-კულტურული მდგომარეობით (ამ ოთხ ასპექტს იდეაში ერთი – შეუგნებლობა განაპირობებს), არამედ ზოგადად მსოფლიოს. ყველას სუბიექტური ზრახვები გვაქვს და არც მე ვარ გამონაკლისი – მე მინდა ვიმოგზაურო. მაინტერესებს ვნახო სამყარო თავისი მრავალფეროვნებით, ინდივიდუალიზმით, ადამიანთა გნსხვავებული სოციალური ჯგუფებით, განსხვავებული მორალური თუ ეთიკური კოდექსებით და დიახაც კონკრეტული ანთროპოლოგიური მონაცემებითაც. ასე რომ, მთავარია ჩემი მოგზაურობა იქამდე მოვასწრო, სანამ მთელი მსოფლიო ერთ მთლიან მასად არ გადაიქცევა, არ წაიშლება საზღვრები პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობთაც, და როგორც ლუდოვიკო იტყოდა, ჩემს მერე ყველაფერი ჭირსაც წაუღია ( არ მახსოვს სიტყვა-სიტყვით ასე თქვა თუ არა, ამიტომაც ბრჭყალები ზედმეტ სიამოვნებად მივიჩნიე).

მოკლედ, ერთია საფუძველს/ინტელექტს/შეგნებას – მოკლებული არაჯანსაღი დამოკიდებულება, და მეორეა მასობრივი ტენდენცია, რომელიც ჩემს ოცნებებს უქმნის საფრთხეს. თუმცა დიდი იმედი მაქვს ეს მანამ არ მოხდება, სანამ სული ამომხდება.

Posted in ჩემი სვეტი | Leave a comment

Discussing some comedies by William Shakespeare

The literary works which end happily we call comedies. So their final parts define whether they are tragedies or not. William Shakespeare wrote many comedies, and all of them give the readers a lot of pleasure – you read them fast, you laugh, imagine the characters and their actions and you understand that they are alive even today. How can anybody read seriously the scenes when Nick Bottom is boasting and representing the kind of people we often meet nowadays. Or what about Pack, who is so witty that his tricks make everybody smile. But apart from this, I suppose that each comedy by William Shakespeare has a tinge of tragedy in it and this is the topic I am going to discuss.

shrew1967elizabeth_taylor-2330I hope we all know the plot of “ The Taming of the Shrew”. The main character can’t be easily detected, but I suppose it’s Katharina, Bapista’s elder daughter. The whole comedy goes around her – she is the character who should be tamed. Because of her independence and strong desire not to be a weak person, who always relies on other, she is thought to be out of range – yes, she is not a part of society, nobody can understand her and her wishes are unknown for everybody in that play. During the play she once says :

“Why, and I trust I may go too, may I not?

What, shall I be appointed hours,

As though, belike, I knew not what to take,

And what to leave? Ha! “ – from these words we can deduce that she is an independent woman, who can chose her path of life herself. She does not obey the rules reigned in the society where she leaves – she is supposed to be nice and calm, as she is a woman, but she does not act like that. Simply, she does not agree that women have to please men. She desires to demonstrate the power of will which has a woman, who is strong a self-confident. But people around her, even her father or her sister can’t understand her feelings. She is rude not because of her inner character, but only in order to show that not all women are obedient, that women also have their own opinions and aims which may not match with those of others. The outlook on the positions of male and females are the reason why Baptista chooses Bianca as his favourite daughter. Baptista can’t get on with Katharina’s rebellious character, with her actions that are out of norm. Instead of trying to understand her, he chooses simply not to pay attention on her at all and takes care of only Bianca. Katharina suffers from jelousy and her pain grows. She knows that, if she continues to defend her ideas and positions, nobody will merry her, neither her father nor her sister will be next to her. Being a “shrew” as they call it, means being all alone, isolated from everyone. May be if she had felt the support from her family she would not have married to Petrucio so fast, but she know that the rules which are followed in her neighborhood will never let her be what she wants to be.

Although “ The Taming of the Shrew” is considered to be a comedy, I do think that the marriage between Katharine and Petrucio is a tragedy of a heroine, who distinguishes from other because of her individuality. She is so open-minded, so progressive and suddenly she gives up and obeys her husband. Her fate is tragic – she has to refuse her wills in order to avoid lonliness. Yes this literary work by William Shakespeare ends happily and the lovers make couple, nobody stays single and the harmony is achieved, but let us think a little – is it fair to sacrifice your character in order to fit in the society? That’s what Cathareine had to.

1641608_orig (1)“A Midsummer Night’s Dream” is also another comedy by William Shakespeare. Here we meet a lot of magic, unbelievable scenes and characters made out of fantasy. At the end of the play, Hippolyta is with Theseus, Hermia with Lysander, Demetrius with Helena, Oberon with Titania. It’s obvious that the ending is satisfying but even in this play, we can find a character who suffered a lot. That’s Helena. As Lysander says :

“Demetrius, I’ll avouch it to his head,

Made love to Nedar’s daughter Helena, ..” Helena and Hermia are the best friends. They grew up together and share a kind of priceless memories . Helena falls in love with Demetrius, who used to love her too. But suddenly his heart changes and he admits his infatuation for Hermia. Just imagine, a man who you love, and who loves you too ( or at least says that loves you), one day declares loving your best friend. How would you feel? – may be frustrated or devastated, but would you follow him in a dark forest, while crying out your grief and misery? Would you face a danger in the name of love? Even if you were disdained, would your love be so deep that you could carry on fighting for you happiness? I think really few people are able of committing such deeds. Despite the fact that Helena’s efforts are infertile, she keeps trying, she never gets frustrated and in contrast every single “no” from Demetrius gives her a power to fight even stronger. But nothing seems to help – only magic. If we pretend to be Helena, whose lover follows her best friend, and the only way to obtain your happiness is to go to the foreteller – that’s what modern pattern of that situation is.

images (3)Next comedy by William Shakespeare I would like to discuss is “The Merchant of Venice”. The first theme that surprised me is that unfortunately we can’t find unconditional love there – instead the reason why Basanio decides to get married is his economical condition – he is short of money, wholly in debts and he needs a fiancée who would restore his fortune. So he goes to Portia, and after passing a very difficult test he is able to marry her. Despite the fact that Basanio’s deeds stem from pragmatic reasons, Portia praises him a lot and they make the example couple in the play and that is really sad.

Another problem that we face in that play is about Shylock and the theme of racism. He is depicted so as the readers think he is mean, materialistic and cruel. But I don’t really get why the actions of Bassanio are considered to be virtuous and those of Shylock pragmatic. In fact they both are interested in the economical benefits they can get. In addition, I do believe that Shylock’s a character who was always mocked at because of his nationality. May be in order to become respected by the higher classes of society he decided to earn a lot of money and become powerful. His action toward Antonio reflect all the pain he suffered from during the years. And at the end of the play, it is not Shylock who wins, and the mockers are not punished – instead, he is left without any money and even his daughter ran away from him. He is so tragic. He is unable to defend himself and attack the people back, who disdain him because he is Jewish.

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | Leave a comment

Hamlet

hamlet_600Hamlet is one of the most famous tragedies by William Shakespeare. Written during the first part of the seventeenth century Hamlet was probably first performed in 1602. It was a common practice in that time, to take the plots from earlier literary works. It is often thought that Shakespeare borrowed the story from several possible sources, including a twelfth-century Latin history of Denmark by Saxo Grammaticus and Histoires Tragiques by a French writer Francois de Belleforest.
The poem is set in the late middle-ages, in the royal palace in Elsinore, a city in Denmark. It tells us a story about a prince, whose father was killed by his own brother, who replaced him and became the ruler of the kingdom. Having murdered Hamlet’s father, Claudius married his wife. As it is often highlighted in the poem, especially by Hamlet, only few months passed when Gertrude decided to remarry to the brother of her former husband. Of course the grief of the prince became even more painful, as he respected his father the most. As Horatio puts it :
“As thou art to thyself:
Such was the very armour he had on
When he the ambitious Norway combated;
So frown’d he once, when, in an angry parle,
He smote the sledded Polacks on the ice. “- the reader can easily see that the former king was a great warrior, man of honor, an intrepid and courageous ruler. And as we guess from countless phrases said by Hamlet, he was a loving, fair and virtuous man who loved his wife: “so loving to my mother
That he might not beteem the winds of heaven
Visit her face too roughly. Heaven and earth!”
The poem opens with appearing a ghost, who can be seen by the subjects of the king. Horatio notices that it is a sign that something bad is going to happen. He reminds us that before the death of Julius Caesar the dead began crawling out of their graves. Therefore, the readers are ready to know something really bloody and dramatic will occur. The subjects of the king somehow decide to make Horatio believe in their words and he goes to the place where the lost soul of the king arrives. Even though Horatio is fearless he cannot speak with the ghost, but only after Hamlet meets him, he starts saying something that will change the emotional condition of Hamlet dramatically. Before that, nobody could be assured that the former king’s death wasn’t an accident but a preplanned murder. When Hamlet hears that his father was killed by his uncle, his feelings become so confused that everyone thinks he went mad.
After the truth is revealed, it seems obvious that Hamlet will revenge, as it used to happen before – let us remember the story of Agamemnon – After a stormy voyage, when the winner of the Trojan war came back home, he was welcomed by his wife Clytemnestra, who already was the lover of Aegisthus. As the myth goes on, we know that either Aegisthus or Clytemnestra killed Agamemnon and then they ruled Agamemnon’s kingdom for a time, until Agamemnon’s son, Orestes avenged his father’s murder, with the help or encouragement of his sister Electra, by murdering Aegisthus and Clytemnestra (his own mother). So the hero the Greek’s perception was somebody who would do his best to reestablish his honour and position, wash the assault from the faces of his ancestors. But his deed was so sinful that Erinyes began to chase him. Even in the times of Ancient Greece, killing you mother was considered to be an unforgivable sin. So it is very normal for me, that Hamlet started to hesitate before committing such a crime. Hamlet himself mentions Neoptolemus,( The rugged Pyrrhus, he whose sable arms,
Black as his purpose, did the night resemble) the son of Achilles, who was called in Troy after his father was killed. It is known that Neoptolemus killed the murderer of Achilles and revenged for his death. So the question comes here – why can’t Hamlet behave as did Orestes or Neoptolemus? images (1)
After considering the topic for a while, I think that the inactiveness of Hamlets stems from many reasons. As we know, he was an educated man, and as I profoundly believe, every single person, who has the intelligence or even an ambition to be respected by the intelligent, will never doubt that the human’s life is the first value of the evolution. The idea, that only the human is the superior, that a human being is the treasure of the world was new for that time, but nowadays, it is the basis the modern society is built on. We will scorn if somebody is killed no matter for what – in a democratic world, everyone agrees that whatever the reason is or whatever a person has done, they can’t be punished too severely. I guess, Hamlet somehow shared this idea, and because of that he was pioneer in his kingdom. During the tragedy, we see that hamlet has no real friend, but only Horatio, but even with him he doesn’t seem to be completely open. That’s why he is alone, immersed in his thoughts and doubts.
Hamlet is a thinker. His mind is far away from the mundane world. He once mentions that he want to go back to Wittenberg to continue his studies. He is a philosopher whose brain is busy trying to find answers to the most common questions, like – what happens after death? What does it mean to exist? When a person is occupied discussing the problems referring to the ontology, of course for him any kind of other contradiction will seem like a silly one. He is too intelligent to revenge. He is too educated to obey his emotions, because he is a rational character. But the tragedy like this, which I am sure would destroy anybody’s mental stability, concerns Hamlet too. On the one hand he is a member of society where revenge is a matter of honour – he is a hero for the people, and it is his responsibility to kill the murderer of his father. On the other hand his mind is far away developed from that – he analyses himself, his personality and discovers that his opinions do not match with those of others. He is a humanist.
Unlike other tragedies by William Shakespeare, Hamlet is not about politics or power. Only once we can read the phrase which summarizes the idea that Claudius took the throne of Denmark from Hamlet. Instead the tragedy is a deep self-analysis conducted by the protagonist. Neither the power, nor the politics interests Hamlet. Even love seems to be unimportant to him- we know that he loves Ophelia, but no special emotions are shown – only the letter, where the words of Hamlet are very confusing. Unlike Romeo, or Helen, his words are so plain. His mind only is concerned by higher ideas. Seeing the skull of York, he discovers that the end of any person is the same – no matter whether they represent high or low class of the social order. “ To be or not to be” perhaps is the most famous phrase told by Hamlet – and that indicates that he thinks about the meaning of existence, the meaning of life itself.
What’s the difference between Orestes and Hamlet? Orestes is a hero of the people named Ancient Greek – their understanding of the world was quite different from that of people living during the period of renaissance. Orestes kills his uncle and his own mother, not only because the society demands it, but because he wants it to be so. His revenge is considered as revoking injustice – even though a bloody crime had to be committed. But Hamlet, a hero living during the period of renaissance, when people began believing in human beings, in their own abilities, when a man became the centre of everything and not the god like it was in the middle ages, the protagonist of the tragedy knows that murdering a man is not a solution. Yes, Denmark is a prison for Hamlet because its population is not developing and it has become a barred territory, where the time is out of joint. He realizes that revenge won’t change anything.

Many people blame Hamlet of being inactive, but I do not agree. He does not act like he is supposed to, because he thinks that killing a man is not worth. In contrasts he values the life of a human being the most. The fact that only Hamlet can speak with the ghost ( his mother does not even see it) reveals the fact that, the soul of his father is nothing but his doubts. Yes, he thought that Claudius could have killed his father but he was not sure. Even after the conversation with the ghost he is not completely convinced about that terrible fact. He decides to perform a play, in order to get it clear what his uncle has done. But anyway, even after that he is ready to leave Denmark causing no harm.
To sum up, I would once again say that Hamlet is a character who is not willing to revenge , because he understands that this will bring them to no solution. Killing the guilty will never fix the situation.

Posted in ლიტერატურა | Tagged , , | Leave a comment

Nick Cave & The Bad Seeds

Video | Posted on by | Leave a comment

მაგიური რეალიზმი

კლასიკური გაგებით, ფიქცია არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული ნაშრომი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად აღწერს მოვლენებს, რომლებიც არიან არა ფაქტოლოგიური, არამერ წარმოსახვითი ბუნების. ფიქტია ემიჯნება არაფიქციას ( non fiction), რომელიც რეალურ ფაქტებზეა აგებული და არ შეიცავს აუხსნად, ალოგიკურ ელემენტებს. ასეთი ტიპის ნაწარმოებები შეიძლება იყოს ბიოგრაფიები, ისტორიული ხასიათის ნაშრომები და ა.შ.

ფიქციურ მწერლებად ითვლება ძალიან ბევრი კლასიკოსი თუ თანამედროვე მწერალი, მათ შორის მაგიური რეალიზმის წარმომადგენლებიც. მაგიური რეალიზმი, როგორც სტილი და მიმდინარეობა ჩამოყალიბდა გასულ საუკუნეში და უმეტესად ლათინო–ამერიკულ ფენომენს წარმოადგენს. მაგიური რეალიზმი დაკავშირებულია ე.წ. ბუმის ეპოქის ავტორებთან – ალეხო კარპენტიერი, ხულიო კორტასარი, ხორხე დიასი, ოქტავიო პასი, გაბრიელ გარსია მარკესი,  ბორხესი, ლიოსა და სხვ.

ფიქციამ / ფიქციურმა ლიტ–რამ ლათინო ამერიკაში მკვეთრად განსხვავებული ელფერი შეიძინა. აქ წარმოსახვით ლიტერატურას შეერწყა ადგილობრივ ხალხთა რწმენა წარმოდგენები, უძველესი რიტუალები და ტრადიციები.  წარმოსახვამ და ფანტაზიამ ავტორთა შემოქმედებაში უდიდესი როლი იტვირთა, წაიშალა ხაზი რეალურ და გამოგონილ, არსებულ და არარსებულ სამყაროებს შორის. მაგიური რეალიზმის ავტორები უხვად იყენებენ აუხსნელ ელემენტებს ( რომლებთაც არასოდეს განმარტავენ), ხატებსა და სიმბოლოებს, კლავენ და შემდეგ კვლავ აცოცხლებენ პერსონაჟებს. მიუხედავად ამისა, ეს სტილი არ არის სურეალიზმის იდენტური, რადგან მაგიური რეალიზმის კითხვის დროს, მკითხველმა ეჭვი არ უნდა შეიტანოს ავტორის მიერ გადმოცემულ ამბავში, არამედ უნდა ირწმუნოს, რომ ის რეალურად მოხდა. ამისგან განსხვავებით, სურეალისტი, მაგალითად სალავდორ დალის ნახატების დათვალიერებისას რეციპიენტმა ყოველთვის იცის, რომ ტილოზე ასახული სიუჟეტი არ არის რეალობა და ამის დამტკიცებას არც ავტორი ცდილობს – პირიქით, ის მანიპულირებს მნხაველზე იმ ფანტაზიით, რომელიც სწორედ ავტორს და არა მნახველს აქვს. ამ დროს ყველამ იცის, რომ ამბავი, რომელსაც სალვადორ დალი ჰყვება გამოგონილი და “ზე–რეალურია”. ამისგან განსხვავებით, გაბრიელ გარსია მარკესი, სრული სერიოზულობით რთავს სიუჟეტში რემედიოსის ზეცად ამაღლების ფაქტს ( მარტოობის 100 წელი) და ითხოვს მკითხველისგან ამ გასაოცარი ამბავის დაჯერებას.

ბუმის ეპოქის ერთ–ერთი წარმომადგენელი, ალეხო კარპენტიერი გახლავთ ტერმინ “Lo real maravilloso” (შეიძლება ითარგმნოს როგორც გასაოცარი, ჯადოსნური რეალობა) შემომტანი.  ის აღნიშნავს, რომ ლათინური ამერიკის გეოგრაფიული სიმდიდრეები თუ ისტორიული წარსული იმდენად არარეალურია, რომ გარე თვალისთვის ის შეიძლება დაუჯერებელიც კი იყოს. ამიტომაც ლათინური ამერიკა არის რეგიონი სადაც რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი ბუნდოვანია. როგორც ის “ამქვეყნიური სამეფოს” პროლოგში აღნიშნავს ” რა არის ლათინური ამერიკის ისტორია, თუ არა მაგიური რეალიზმის ქრონიკა?”.  ამ რომანით, სადაც აღწერილია ჰაიტის პირველი მეფის ისტორია, კარპენტიერმა დაამტკიცა, რომ რეგიონის ისტორია იმდენად არაბუნებრივია, რომ შეიძლება ფიქციური ხასიათის ნაწარმოებადაც იქცეს.

 

 

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , | Leave a comment

შემოქმედების აზრი ლუიჯი პირანდელოსა და გოფრედო პარიზეს ნაწამოებების მიხედვით

220px-Luigi_Pirandello_1932ხელოვნების სპეციფიკა სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა მოაზროვნეებთან სხვადასხვანაირად მოიაზრებოდა. ასე მაგალითად, მითსურ საბერძნეთში ხელოვნება გაიგივებული იყო ხელობასთან, ტექნესთან, შემდეგ კი მას განსაზღვრავდნენ როგორც მიმეზისს – მიბაძვას. ხელოვნება შუა საუკუნეებში გაიგებოდა, როგორც ღვთაებრივი აქტი, რენესანსის ეპოქაში კი, როგორც სინამდვილის ამსახავი სარკე. ახალ დროში ჩნდება ხელოვნების, ეპოქის სულის შესატყვისი განსაზღვრებები – ხელოვნება, როგორც ხელოვანის თვითგამოხატვა, ხელოვნება, როგორც იდეალის ქმნა, ხელოვნება, როგორც ჭეშმარიტების წვდომის საშუალება, ხელოვნება როგორც სახეებით აზროვნება. ასევე ხელოვნება, როგორც სინამდვილის შეფასება – სინამდვილის შესახებ მსჯავრის გამოტანა. ხელოვნება როგორც სუბლიმაციის სახე, ან კომუნიკაციის საშუალება, არქეტიპების გამოვლენა, ახლის ქმნა და ა.შ. მიუხედავად აზრთა სიუხვისა, ერთი შეჯერებული დასკვნის გამოტანა მაინც ჭირს, ვინაიდან ნებისმიერ შეხედულებას გამოუჩნდებიან დამცველები და არგუმენტებით გაამყარებენ მას. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩემთვის საინტერესოა ამ ყველა არსებულ აზრთან მიმართებაში ორი იტალიელი მწერლის, ლუიჯი პირანდელოსა და გოფრედო პარიზეს შეხედულებების განხილვა. კერძოდ კი პასუხი კითხვებზე – რა არის შემოქმედება მათთვის? რა არის ხელოვნების დანიშნულება?

ლუიჯი პირანდელოს შემოქმედება მრავალ თემასა და პრობლემას მოიცავს. მათგან ერთ-ერთი და უმთავრესია სახე-ნიაღაბის პრობლემა, რომელიც ადამიანი მიერ ცხოვრებაში სხადასხვა როლის მორგებას გულისხმობს. მართლაც ადამიანი არასოდეს არის თავისუფალი და მუდმივად უწევს სხვადასხვა ნიღბის სახეზე აფარება, რასაც ხშირად ვერც კი აცნობიერებს. რამდენადაც ადამიანი ინდივიდია და მას სხვა ინდივიდებთან ურთნიერთობის განსხვავებული, უნიკალური ფორმა უყალიბდება, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს სჭირდება იმდენი ნიღბის მორგება, რამდენ კაცთანაც იურთიერთებს. საბოლოო ჯამში, ყოველი ჩვენგანი მსახიობი გამოდის. მაგრამ სად იმალება კაცის ნამდვილი ბუნება?! პირანდელოს მიხედვით, ერთადერთი ჭეშმარიტება არა რეალობაში, არამედ ილუზიაში, ე.წ. გამოგონულ სამყაროში, ხელოვნებაში უნდა ვეძებოთ, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავისი არრსით ბევრად უფრო ნამდვილია, ვიდრე ხელშესახები, მატერიალური სამყარო. ამ აზრთან მიმართებაში შეგვიძლია გავიხსენოთ მიგელ დე უნამუნო, კერძოდ კი „დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა“, სადაც მთავარი გმირი შემდეგს სწერს ფელიპეს : „ მე რომ ჩემი მხრივ რაიმე სოციოლოგიური თეორიის შექნა მომენდომებინა, ჩემსავე გამოგონილ ფაქტებზე ავაგებდი, რადგან დარწმუნებული გახლავართ, თუნდაც ყველაზე უფრო დაუჯერებელი რამ, რაც კი ადანიანს გამოუგონია, ან უკვე მომხდარა, ან ხდება, ანდა მომავალში მოხდება“.  ამ აზრს, როგორც ჩანს იზიარებს ლუიჯი პირანდელოც. მისთვის შემოქმედება, როგორც მარადიული ჭეშმარიტება, რომელიც უპირისპირდება წარმავალ და ყალბ ყოფირიერებას, თავისი ილუზიური ხასიათით ბევრად უფრო მეტად ასახავს ადამიანთა ნამდვილ ბუნებას, ვიდრე თავად ცოცხალი ადამიანი. სწორედ ამიტომ, „ ავტორის მაძიებელ ექვს პერსონაჟში“ არაერთხელ იგრძნობა პერსონაჟების აშკარა უპირატესობა მსახიობებზე. გავიხსენოთ, თუნდაც ის მონაკვეთი, როცა მოქმედება ცენაზე, მადა პეჩეს ატელიაში მიმდინარეობას. მადამ პეჩეს ამაზრზენი და ზიზღისმომგვრელი სახე იცვლება ტრაგიკული დიალოგით გერსა და მამას შორის, რომელიც სწორედ იმ გარდამტეხ წუთს ასახავს, როცა გერის გულში მამის მიმართ სიძულვილი შემოიპარა, ხოლო მამა ისე დაეცა, რომ სრულ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. პერსონაჟები, რომლებიც შემოქმედის გონებაში არსებობენ, ეპიზოდს რეალურად გადმოსცემენ – მაყურებელი ყოველ წუთს მათთან ერთად განიცდის, ხოლო რეჟისორი აღფრთოვანებულია. მაგრამ რა ხდება, როცა ამავე სცენას თამაშობს პროფესიით მსახიობი, რეალური ადამიანი? – სცენა სრულიად განსხვავებულია, გგონია, რომ დასის უნიჭობას საზღვარი არ აქვს. გამოდის, რომ გამოგონილმა ადამიანებმა, მხატვრულმა გმირებმა უკეთ წარმოაჩინეს რეალობა, ვიდრე პროფესიონალმა მსახიობებმა. ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს პირანდელოს დამოკიდებულბა ილუზიისა და შემოქმედების შესახებ – იგი აშკარა უპირატესოაბს ანიჭებს ხელოვნებას, გმოგონილ ამბავს რომელიც ერთი მხრივ თავისი არსით რეალობას სრულიად უპირისპირდება, არადა ყველაზე უკეთ გადმსცემს მას – შეუფუთავ, შეულამაზებელ რეალობას.

იგივე შეიძლება ითქვას სცენის დეკორაციის განლაგებსთან დაკავშირებიტ წარმოქმნილ მტელ რიგ დიალოგებზე – პერსონაჟები აშკარად უკმაყოფილოები არიან, ვინაიდან სცენაზე შექმნილი გარემო არ ჰგავს ნამდვილს, ის ხელოვნური და ყალბია. შესაბამისად პერსონაჟების სამყარო ევრად უფრო ბუნებრივი და ჭეშმარიტია, ვიდრე მსახიობებისა.  პირანდელოსთან ხელოვნება კი არ არის რეალობის მიმეზისი/მიბაძვა, როგორც ეს ანტიკური ფილოსოფიისთვისაა, არამედ პირიქით – ცხოვრება და ადამიანი, რომელიც კულტურული თუ სოციალური დოგმებით ჩაკეტილი და შენიღბულია და რომელიც მხოლოდ ხელოვნებაში თავისუფლდება, გამოდის უბადრუკი მიბაძვა პერსონაჟისა, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ნამდვილი და ჭეშმარიტია.

აქედან გამომდინარეობს ლუიჯი პირანდელოს შეხედულება ხელოვნების დანიშნულებასა და მის მნიშვნელობაზე. თუკი გავიხსენებთ მის ნაწარმოებს „ განსვენებული მატია პასკალი“, ვნახავთ რომ მთავარი გმირი ილტვის, მიისწრაფის ხელონებისკენ, სწორედ შემოქმედება ხდება მისი საბოლოო თავშესაფარი. მატია პასკალი ერთგვარი მაძიებელი გმირია, რომელიც გამოექცევა სიდედრსა და ცოლს, ისარგებლებს იმით, რომ ყველას მკვდარი ჰგონია – ანუ თავისუფლდება იმ შეზღუდვებისგან, რასაც მას სოციუმი უწესებს. ის ყველასთვის მიცვალებულია და შეუძლია ის მოიქცეს, როგორც სურს. ის ბევრს მოგზაურობს ( მოგზაურობის მითოლოგება კი ძველი ბერძნული ლიტერატურიდან მოყოლებული არის საკუთარი თავის შემეცნების საუკეთესო გზა – ჰომეროსის „ოდისეა“ და მასში გადმოცემული გზა ითაკისკენ, ანუ საკუთარი თავის შეცნობისკენ), გახდება დიდი ქონების პატრონი, შეიცვლის გარეგნობას, არ ექვემდებარება არავის, არს სრულიად თავისუფალი, იგემებს სიყვარულსაც. მატია პასკალს თითქმის ყველაფერი აქვს, რასაც ადამიანი იოცნებებდა, მაგრამ ის მაინც ბრუნდება უკან, მივა საკუთარ საფლავთან, დაუბრუნდება ძველ სამუშაო ადგილს და დაიწყებს საკუთარი თავგადასავლის აღწერას, მაშასადამე ხელოვნების ნიმუშის შექმნას, რადგან მის მიერ განცდილ არც ერთ გრძნობას – არც ფუფუნებას, არც სიყვარულს, არც მოჩვენებით თავისუფლებას არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რამდენიც ხელოვნებას, ვინაიდან სწორედ ის არის მარადიული, ჭეშმარიტი და რეალური.

„განსვენებული მატიას პასკალის“ ბოლოსიტყვაობაში, ლუიჯი პირანდელო ჰყვება ბუფალოში მომხდარ რეალურ ტრაგედიას. შემდეგ კი ამატებს, რომ ნებისმიერი დრამატურგი, ვინც კი ამ სიუჟეტს გამოიყენებდა კრიტიკოსების მსხვერპლი გახდებოდა, ვინაიდან იტყოდნენ პიესა სინამდვილეს არ შეესაბამებაო. აქ ავტორი კიდევ ერთხელ აფქსირებს თავის აზრს, რომ შემოქმედების  ილუზიური ბუნება სრულიად არ გულისხმობს რეალობისგან მოწყვეტას, არამედ პირიქით – ხელოვნებას შეიძლება მას გაუსწროს კიდეც.

ეგზისცენტიალისტებისთვის დამახასიათებელია ნიჰილისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. კამიუს „სიზიფეს მითიც“ ხომ იმის დასტურია, რომ ცხოვრებაში ყოველივე წარმავალი და უაზროა, რომ ყოველი ადამიანი სიზიფეა, რომლის შრომაცა და მოღვაწეობაც წრეზე ბრუნვაა და მეტი არაფერი. ლუიჯი პირანდელოსთვის კი წრეს არღვევს შემოქმედება, ვინაიდან ის თავისი მარადიული ბუნებით უპირისპირდება წარმავლობას. ამას ადასტურებს მის პიესაში „ ჰენრი მეოთხე“ პორტრეტების არსებობაც, რომლებიც არ იცლებიან, მაშინ როცა ბერდებიან პერსონაჟები.

მატია პასკალის მსგავსად, სერაფინო გუბიოსთვისაც შემოქმედება გამოდის საბოლოო თავშესაფარი. დამიანი, რომელიც ასე განიცდისს კაციობრიობის ფუნქციის დაკარგვას ტექნიკური პროგრესის ფონზე, ძველი ტრადიციების მოშლასა და ახლით მათ ჩანაცვლებას, საზოგადოების გაუცხოებასა და განივთებას, მას შემდეგ რაც გადაიტანს თავისი ცხოვრების ტრაგედიას და გადაწტყვეტს იიყოს სამყაროსგან იზოლირებული ( დუმდება), იღებს კალამს და წერს, ანუ ისიც ქმნის მხატვრულ  ნაწარმოებს. ხელოვნების დანიშნულება, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღირებულებისა არც „ავტორის მაძიებელ ექვს პერსონაჟში“ იკარგება – 6 პერსონაჟი მიდის რეჟისორთან, რათა უკვდავყონ თავიანთი თავგადასავალი. შესაბამისად, ხელოვნება, თავისი მარადიულობით უპირისპირდება წარმავალ ყოფიერებას, რომელშიც ყოველივე დავიწყებას ეცემა.

220px-Goffredo_parise„სერაფინო გუბიოს ოპერატორის ჩანაწერები“-ს ლოგიკური გაგრძელებაა გოფრიდო პარიზეს „ პატრონი“, სადაც ტექნიკური პროგრესი, ნეოკაპიტალიზმის ბუმის ფონზე ადამიანს ყოველგვარ ფუნქციას ართმევს და ანივთებს. რომანის მთვარ გმირს, რომელსაც სახელიც კი არ აქვს, რაც მკითხველს მიანიშნებს არწერილი სიტუაციის განზოგადოების აუცილებლობაზე, პროვინციიდან ჩამოსვლისა და ფირმაში სამსახურის დაწყების შემდეგ თავისუფალი ნების ყოველივე გამოვლინების საშუალება ესპობა და კარგად გამართული სისტემის ჭანჭიკი ხდება. საინტერესოა პარიზეს შემოქმედებაში ხელოვნების როლისა და მისიის მნიშვნელობა. აქ საყურადღებოა ის გარემოება, რომ ავტორი თითქმის საერთოდ არ ეხება ამ პრობლემას. მხოლოდ ერთხელ ჩნდება“პატრონში“ ხელოვანი ადამიანი, მხატვარი, რომელიც არა იდეალების მსახურად და თავიუფალი ნების გამოვლინებად, არამედ ტაკი-მასხარად გვევლინება, რომელსაც ყველა დასცინის. რაც ყველაზე გამაოგნებელია, მხატვარი, რომლის ფანტაზია სავალდებულოა იყოს გარღვევა არსებულ რეალობაში თავადაც მონაა. ამით გოფრედო პარიზემ ტრაგიკული რეალობა დახატა – ნეოკაპიტალიზმის ეპოქაში შემოქმედებას არანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, ის გაუფასურებული ღირებულებაა საზოგადოებისთვის, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს დააგროვოს კაპიტალი, იშოვნოს უკეთესი სამსახური მაგრამ რისთვის?!

იტალიური ლიტერატური ამ ორი წარმომადგენლის შემოქმედება შეიძლება ერთი – მეორის გაგრძელებად ჩავთვალოთ. ლუიჯი პირანდელოს ეპოქაში, მაშინ ხელოვნებას ჰქონდა დანიშნულება, ის იყო იდეალი და იყო ღირებულება. ხოლო გოფრიდო პარიზეს თანამედროვე ყოფაში, განივთებულ საზოგადოებას შემოქმედებითი გონი მხოლოდ ბანერების დასახატად სჭირდება.

 

 

 

Posted in ლიტერატურა | Tagged , , , , , | 2 Comments