***

ეს ბლოგი რამდენიმე მიზეზის გამო შევქმენი :

1. ღრმად მჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი თვითგანათლებაა, ამიტომაც შენ უნდა იმუშავო საკუთარ თავსა და იმ თემებზე, რომლებიც გაინტერესებს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მოკლეხნიანი მეხსიერება მაიძულებს ჩანაწერები ვაკეთო, რომელთაც შემდგომ აქ ვანთავსებ.

2. ამ პრაგმატული და ეგოისტური მიზნის / მიზეზის გარდა არსებობს წმინდა სახის ალტრუისტული მოწოდება, მივაწოდო ახალგაზრდებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ( თუნდაც ზოგი არასწორი, ან მცდარად გაგებული – მე არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ აქ გაჟღერებული ყოველი აზრი ჭეშმარიტებაა)

ახლა თხოვნების შესახებ :

1.  გაითვალისწინეთ, რომ მე არ მაქვს არანაირი პრეტენზია ყოვლისმცოდნეობაზე, ამიტომაც სავსებით ადეკვატურად შემიძლია საწინააღმდეგო აზრის მოსმენა. ასევე ისიც უნდა გაითვალისინოთ, რომ მე არ ვარ პროფესიონალი, არამედ ერთი სტუდენტი და  მეტნაკლებად დილეტანტი იმ სფეროებში, რაზეც ვწერ.

2. გამიხარდება, თუკი ჩემს მიერ დამუშავებულ ინფორმაციას წაიკთხავთ და მოიწონებთ, მაგრამ არ ვარ მომხრე ბრმად გადააკოპიროთ ჩემგან ჩემი ” ბრძნული”  აზრები. მართალია, მე ამას ვერ გავაკონტროლებ, მაგრამ მაინც.

და ბოლოს, გისურვებთ, რომ თქვენთვის მოსაწონი პოსტები იპოვოთ აქ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s