კითხვაზე პასუხი – ჰესირეს პორტრეტი

ყოველთვის მაინტერესებდა  თუ რა განაპირობებდა ეგვიპტელთა გამომსახველობით მანერებს. ყველასთვის ცნობილია მათი შრომისმოყვარეობა და გულმოდგინება, რისი წყალობითაც პირამიდები ააგეს. და მაინც, მიკვირდა, რომ ხალხი რომელიც სიზუსტის მოყვარულია და რომელიც მილიმეტრებით თვლის კონსტრუქციას, კედლის მოხატვის დროს ნაივურ შეცდომებს უშვებდა. ნუ, მე მეგონა რომ უშვებდა.

ჰესირე ეს ჰესირეა. ნამუშევარი თარიღდება ძვ.წ. 2778-2723 წწ. ისევე როგორც ყველა ეგვიპტურ ფრესკაზე, აქაც შეგვიძლია დავინახოთ, რომ : ჰესირეს სახ პროფილშია აღბეჭდილი, მაშინ როცა თვალები წინხედიდანაა დახატული. ასევე წინხედშია მისი მხრები, მაშინ როცა ხელები და ფეხები გვერდიდანაა გამოსახული.

ახსნა ვიპოვე ე.ჰ. გომბრიხის “ხელოვნების ამბავში” : “ასეთი მარტივი სურათი კარგად გვაცნობს მხატვრის მუშაობის წესს. ხშირად ბავშვებიც ასე იქცევიან, ოღონდ ეგვიპტელები ამ მეთოდს ბავშვებზე ბევრად თანმიმდევრულად იყენებნენ. ყოველივე მისთვის ყველაზე ხელსაყრელი კუთხით უნდა გამოსახულიყო. თავი ყველაზე კარგად პროფილით აღიქმება, ამიტომაც იგი გვერდიდან იხატება; მაგრამ თუ თვალის წარმოდგენა მოგვინდა, მას წინიდან დანახულს წარმოვიდგენთ ხოლმე. შესაბამისად, სახის გვერდხედზე თვალის წინხედია მოთავსებული. სხეულის ზედა ნაწილი, მხრები და მკერდი უკეთ წინიდან აღიქმება, რადგან ხელებისა და ტანის ბმასაც აქედან ვხედავთ; მაგრამ მოძრავი ხელ-ფეხი გვერდიდან უკეთ ჩანს. სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ეგვიპტელები ამ სურათებზე ასე ბრტყლად და დაგრეხილად…” “….. ისინი (ეგვიპტელები) იმ წესს მისდევდნენ, რომელიც საშუალებას აძლევდათ, ადამიანის ფორმისთვის არაფერი მოეკლოთ, რაც კი მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.”

Advertisements

About taaamriii

https://www.facebook.com/tamri.berulava mail : berulava_tako@yahoo.com
This entry was posted in სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s