სამი მოთხრობა

სადა, მარტივი და ლაკონური წერის მანერით, ომის თემატიკისადმი მიძღვნილი უამრავი ნაწარმოებითა და რეალობის ზუსტად აღწერის დახვეწილი ტექნიკით შეუძლებელია ვერ იცნო ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობები თუ რომანები.

თეთრი სპილოს მსგავსი მთები 

ერნესტ ჰემინგუეს მოთხრობაში ” თეთრი სპილოს მსგავსი მთები” მოქმედება ესპანეთში, მატარებლის სადგურზე მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალი და ამერიკელი მამაკაცი ” მარტივი ოპერაციის” საკითხს განიხილავენ, რაც არც მეტი და არც ნაკლები ბავშვის მოშორებას ეხება.

მოთხრობაში ყველა დეტალი დიალოგში იხსნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, კაცსა და ქალს შორის საუბარი გამოფიტულია ყვოველგვარი გრძნობებისგან და ზედაპირულობით შემოისაზღვრება. ისინი ერთმანეთს ელაპრაკებიან, მაგრამ არც ერთი არ უსმენს / არ ცდილობს გაიგოს რას ამბობს მეორე. კაციცა და ქალიც სვამენ ლუდს, და როგორც ჯიგი აღნიშნავს მთელი მათი ცხოვრება სწორედ ამით შემოიფარგლება – ისინი მოგზაურობენ და აჭაშნიკებენ სხვდასხვა სასმელებს. ამას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პირველი მსოფლიო ომის სინდრომი – მე–20 საუკუნის  20–იან წლებში, მორალურად და ფიზიკურად გამოფიტული საზოგადოება მიეტანა ალკოჰოლსა და მოგზაურობას, როგორც რეალობიდან თავის დაღწევის კარგ საშუალებას. ერნესტ ჰემინგუეის სხვა არაერთ ნაწარმოებში ჰყავს დახატული 20-იანი წლების მოსახლეობა, რომელთა ცხოვრებაც უმიზნო სიცარიელედ ქცეულა. არც ჯიგისა და ამერიკელი კაცის შემთხვევაა გამონაკლისი. ისინი სვამენ იმისთვის, რათა თავი გაირთონ და არ ისაუბრონ არასასურველი ბავშვის შესახებ, მაგრამ მკითხველი ხვდება, რომ ამ წყვილს ძალიან რთული და სერიოზული პრობლემები აქვს ურთიერთობაში.

არსებობს აზრთა სხვდასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი სიმბოლოა თეთრი სპილოს მსგავსი მთები. ზოგი მათ არასასურველი ბავშვის მეტაფორად განიხილავს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს აზრი დაუსაბუთებელი და სუსტია. მთები, მხოლოდ გოგონას ფანტაზიაში ხდებიან “თეთრი სპილოების მსგავსნი”, კაცი კი მათ ჩვეულებრივად, ზედმეტი ემოციებისა და ფანტაზიის გარეშე აღიქვამს. “თეთრი სპილოები” გამონაგონი, არარეალური ილუზიაა, რომელიც ესთეტიკურია და გრძნობებით სავსე. ზოგს მისი აღქმა შეუძლია, ზოგს კი არა. თავად ფერი “თეთრი” ცნობილი ფაქტია, რომ სისუფთავესა და სიწმინდეს გასანახიერებს ხოლმე, შეიძლება ამ შემთხვევაში კი იმ მორალურ – სულიერი ღირებულებების ტოლფასი იყოს, რომლებიც რელობაში არ არსებობს და მხოლოდ ზოგიერთი ადამიანის წარმოსახვაში ცოცხლობს..  ის ფაქტი კი, რომ ჯიგს მათი ნახვა შეუძლია, ხოლო ამერიკელ მამაკაცს – არა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ დიდ უფსკრულზე, რომელიც მათ შორის არსებობს..

ბატონი და ქალბატონი ელიოტი

ბატონიცა და ქალბატონი ელიოტიც მათ მიმართ ირონიულ დამოკიდებულებას ბადებს.

პირველივე დღიდან ცდილობდნენ ბავშვის გაჩენას – გამოუცდელ ჰუბერტს ნაკლებად გამოსდიოდა და ბოლოს კორნელიამაც დაჰყარა ფარ–ხმალი. ამის შემდეგ, ისევე როგორც იქამდე, მათი ურთიერთობა უაზრო და უფერული გახდა. გვერდი–გვერდ აღარ ეძინათ, ჰუბერტმა თავი სმას მისცა, რის მიზეზადაც პოეტობას ასახელებდა.

რაც შეეხება ამ პატარა მოთხრობის მთავარი პერსონაჟებს – ზოგი მოსაზრების მიხედვით აქ ერნესტ ჰემინგუეის პარიზელი ნაცნობების, სმიტების ცხოვრების ისტორია და სტილია აღწერილი, თუმცა გვარი ” ელიოტი”, ჰუბერტისა და კორნელიას უიღბლო მცდელობა ჰყოლოდათ ბავშვი გარკვეულ და ამასთანავე ლოგიკურ  ასოციაციებს ბადებს ტომას ელიოტთან და მის ” უნაყოფო მიწასთან”. შესაძლებელია, რომ ჰემინგუეიმ ხაზი გაუსვა იმავე თემას, რაზეც ააგო ტომას ელიოტმა თავისი პოემა, ქალბატონი და ბატონი ელიოტების სახით კი შექმნა კიდევ ერთი წყვილი, რომელნიც არაპროდუქტიულნი არიან – მათ შვილი არ უჩნდებათ, ისევე როგორც ” უნაყოფო მიწის” არც ერთ პერსონაჟს. ასე რომ, ალბათ სამართლიანად ვთვლი, რომ ერნესტ ჰემინგუეიმ ეს პატარა მოთხრობა “უნაყოფო მიწას” მიუძღვნა და ამ პოემის მთავარი ხაზი გააგრძელა ” ბატონ და ქალბატონ ელიოტში”. როგორც ტომას ელიოტის პოემაში, ასევე აქაც უშვილობის თემა განზოგადებას მოითხოვს – არაპროდუქტიულობა ასახავს  ომგამოვლილი საზოგადოების უუნარობას შვას რაიმე ახალი / ღირებული და გააგრძელოს ცხოვრების ხაზი.

კატა წვიმაში

ერთი შეხედვით ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობაში ” კატა წვიმაში” არაფერია ყურადღებამისაქცევი – მხოლოდ ამერიკელი ცოლ–ქმარი ცხოვრობს სასტუმროში, რომელიც ზღვას, სახალხო ბაღსა და ომში დაღუპულ მეომართა ძეგლს გადაჰყურებდა. გარეთ საშინლად წვიმდა, ამერიკელი ცოლი ფანჯარაში იყურებოდა და მაგიდის ქვეშ შემძვრალი კატა შეამჩნია. მას მაშინათვე მოუნდა “ეხსნა” კატა წვიმისგან, გარეთ გავიდა, თუმცა უკან ხელცარიელი დაბრუნდა – ქმარი კი წიგნის კითხვას განაგრძნობდა.  ქალმა წუწუნი დაიწყო – მას მოუნდა გრძელი თმები, საკუთარი დანა–ჩანგალი, გაზაფხულის ჟამს სარკის წინ თმის ჩამოვარცხნა – მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი იყო,  უნდოდა კატა მაინც ჰყოლოდა! ამ დროს კი მსახურმა კარზე დააკაკუნა და ვეება ჭრელი კატა შემოიყვანა ოთახში.

ამ მოთხრობაშიც წყვილს შორის ურთიერთობა ცარიელი, გამოფიტული და არაფრისმთქმელია. ქმარი წიგნს კითხულობს, ქალი კი მისგან ყურადღებას მოითხოვს, რასაც ვერ იღებს, ამიტომაც იძულებულია იდეალების, სითბოსა და სიყვარულის სანაცვლოდ იფიქროს მატერიალურ ნივთებზე. ქალს ჰემინგუეი ” ამერიკელ ცოლს” ეძახის, რაც პერსონაჟს განზოგადებულ სახეს აძლევს – ამერიკელი ცოლებისთვის დამახასიათებელი სწრაფვა ნივთებისკენ, რაც ჯერ კიდევ მაშინ ტრანსფორმირდა მატერიალიზმში, ჰემინგუეი გამომშრალ ურთიერთობას აბრალებს.  მოთხრობის გაგება ორგვარად შეიძლება : 1. ამერიკელი ცოლი ცდილობს აკვიატებების მიღწევით გაიფერადოს ცხოვრება და შეივსოს ის ცარიელი ადგილი, რომელსაც წესით საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა უნდა ავსებდეს. 2. კატა სიმბოლოა ამერიკელების ქორწინების, მათი ბედნიერების, რომლის მოპოვებაც ასე სურს ცოლს და რომლის მისაღწევად ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა უწევს. თუმაც მე მაინც პირველ ვერსიას ვემხრობი – ამერიკელი ცოლი ფიქრობს თმის, იმიჯის შეცვლაზე, ახალი ნივთების შეძენაზე რათა მათზე გადაიტანოს ყურადღება ( ” თუკი არ შეიძლება გრძელი თმა მქონდეს, ან რაიმე სხვა გასართობი, კატა მაინც მყავდეს”), ქმარს კი ეს ყველაფერი სრულებითაც არ ადარდებს.

მოთხრობაში ამერიკელთა მატერიალიზმი დაპირპირებულია გარემოსთან – სასტუმროს ოთახის ფანჯარა ზღვასა  ( სიცოცხლის, მრავალფეროვნების, სიახლის სიმბოლოს)  და ომში დაღუპულ მეომართა ძეგლს ( იდეალებს) გადაჰყურებს. შუაგულ იტალიაში მოქცეული წყვილი კი, გამოფიტული ურთიერთობის შენარჩუნებას მატერიალური ნივთებისადმი სწრაფვით ცდილობს…

 

 

 

Advertisements

About taaamriii

https://www.facebook.com/tamri.berulava mail : berulava_tako@yahoo.com
This entry was posted in ლიტერატურა and tagged , , , . Bookmark the permalink.

One Response to სამი მოთხრობა

  1. ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი. გმადლობთ ასეთი საინტერესო პოსტებისთვის ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s