7

Seven is thought to be a sacred number

Because it rhymes with heaven.

Posted in სხვადასხვა, ჩემი სვეტი, EN | Tagged , | Leave a comment

Vanilla Sky

მისტიკური ტრიადა

1.  კლოდ მონე – ვანილის ცა მონე

2. კამერონ კროუ – ვანილის ცა vanillasky32

3. Sigur Ros – The nothing song

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , | Leave a comment

Dreams VS Reality

 

download“Once upon a time, I, Zhuangzi, dreamt I was a butterfly, fluttering hither and thither, to all intents and purposes a butterfly. I was conscious only of my happiness as a butterfly, unaware that I was Zhuangzi. Soon I awakened, and there I was, veritably myself again. Now I do not know whether I was then a man dreaming I was a butterfly, or whether I am now a butterfly, dreaming I am a man. Between a man and a butterfly there is necessarily a distinction. The transition is called the transformation of material things.”

“Once Zhuang Zhou dreamed he was a butterfly, a fluttering butterfly. What fun he had, doing as he pleased! He did not know he was Zhou. Suddenly he woke up and found himself to be Zhou. He did not know whether Zhou had dreamed he was a butterfly or a butterfly had dreamed he was Zhou. Between Zhou and the butterfly there must be some distinction. This is what is meant by the transformation of things.”

And here comes the question : “How do I know that enjoying life is not a delusion?”

 

Posted in სხვადასხვა | 1 Comment

ცაში ფრენა

“შორს იყო განთქმული მისი ოსტატის დედალოსის დიდება. მას მიეწერებოდა ლაბირინთის, ბერძენთათვის ბოლომდე გამოცანად დარჩენილი ნაგებობის აშენება, სადაც კრეტელთაგან დამორჩილებული ათენელები საშინელ ურჩხულს, ხარკაცა – მინოტავრს შესაჭმელად უგზავნიდნენ ნარჩევ ვაჟებსა და ქალებს მანამდე, ვიდრე მინოსის ასულის არიადნეს სიყვარულის შემწეობით თესევსმა არ მოკლა ურჩხული და არ დაიხსნა სამშობლო სამარცხვინო ხარკისგან. დედალოსსავე მიეწერებოდა ადამიანის საუკუნო ოცნების – ცაში ფრენის პირველი განხორციელება და ამ “ამ ექპერიმენტის” საზღაურად საშინელი სასჯელის გაღება – ვაჟიშვილის, იკაროსის, დაღუპვა”.

icarus-1944

ანრი მატისი

 

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , , | Leave a comment

Motto

“There was a boy
A very strange enchanted boy
They say he wandered very far
Very far, over land and sea

A little shy and sad of eye
But very wise was he

And then one day, a magic day
He passed my way, and while we spoke
Of many things, fools and kings
This he said to me

“The greatest thing you’ll ever learn
Is just to love and be loved in return”

“The greatest thing you’ll ever learn
Is just to love and be loved in return”

Posted in სხვადასხვა | Tagged , , | Leave a comment

ნებამუნის ბაღი

ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ გარდაცვალების შემდეგ სულები აგრძელებდნენ ცხოვრებას და ცდილობდნენ წარმოედგინათ ის. ნებამუნის სამარხზე დახატული ბაღი ის ადგილია, სადაც ნებამუნი სიკვდილის შემდეგ მოხვდება. თუმცა როგორც ცნობილია, ის ძალიან არ განსხვავდება მდიდარ ეგვიპტელთათვის დამახასიათებელი, რეალური / ამქვეყნიური ბაღებისგან. ფრაგმენტის ცენტრში გამოსახულია თევზებითა და ფრინველებით სავსე ტბორი, რომელსაც ჩრდილისმომფენი ხეებისა და ყვავილების მწკრივი არტყია. შემსრულებელს გულმოდგინედ გამოუსახავს ხეხილის სხვადასხვა სახეობა ( სიკომორო – ლეღვსულელი, ფინიკი პალმები და დუმპალმები) და ამასთან არც ნაყოფის სიმწიფის განსხვავებული მაჩვენებლების დანატენა დავიწყნია.

ზედა მარჯვენა ფლანგზე გამოსახული ქალღმერთი სასმელსა და ხილს სთავაზობს ნებამუნს. ცნობილია, რომ ავტორს ქალღმერთის კანი თავდაპირველად წითლად შეუღებავს, შემდეეგ კი, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა ყვითლად გადაუღებავს.

ნამუშევარი თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. 1400 წ.

 

Posted in სხვადასხვა | Tagged , , | Leave a comment

კითხვაზე პასუხი – ჰესირეს პორტრეტი

ყოველთვის მაინტერესებდა  თუ რა განაპირობებდა ეგვიპტელთა გამომსახველობით მანერებს. ყველასთვის ცნობილია მათი შრომისმოყვარეობა და გულმოდგინება, რისი წყალობითაც პირამიდები ააგეს. და მაინც, მიკვირდა, რომ ხალხი რომელიც სიზუსტის მოყვარულია და რომელიც მილიმეტრებით თვლის კონსტრუქციას, კედლის მოხატვის დროს ნაივურ შეცდომებს უშვებდა. ნუ, მე მეგონა რომ უშვებდა.

ჰესირე ეს ჰესირეა. ნამუშევარი თარიღდება ძვ.წ. 2778-2723 წწ. ისევე როგორც ყველა ეგვიპტურ ფრესკაზე, აქაც შეგვიძლია დავინახოთ, რომ : ჰესირეს სახ პროფილშია აღბეჭდილი, მაშინ როცა თვალები წინხედიდანაა დახატული. ასევე წინხედშია მისი მხრები, მაშინ როცა ხელები და ფეხები გვერდიდანაა გამოსახული.

ახსნა ვიპოვე ე.ჰ. გომბრიხის “ხელოვნების ამბავში” : “ასეთი მარტივი სურათი კარგად გვაცნობს მხატვრის მუშაობის წესს. ხშირად ბავშვებიც ასე იქცევიან, ოღონდ ეგვიპტელები ამ მეთოდს ბავშვებზე ბევრად თანმიმდევრულად იყენებნენ. ყოველივე მისთვის ყველაზე ხელსაყრელი კუთხით უნდა გამოსახულიყო. თავი ყველაზე კარგად პროფილით აღიქმება, ამიტომაც იგი გვერდიდან იხატება; მაგრამ თუ თვალის წარმოდგენა მოგვინდა, მას წინიდან დანახულს წარმოვიდგენთ ხოლმე. შესაბამისად, სახის გვერდხედზე თვალის წინხედია მოთავსებული. სხეულის ზედა ნაწილი, მხრები და მკერდი უკეთ წინიდან აღიქმება, რადგან ხელებისა და ტანის ბმასაც აქედან ვხედავთ; მაგრამ მოძრავი ხელ-ფეხი გვერდიდან უკეთ ჩანს. სწორედ ამიტომ გამოიყურებიან ეგვიპტელები ამ სურათებზე ასე ბრტყლად და დაგრეხილად…” “….. ისინი (ეგვიპტელები) იმ წესს მისდევდნენ, რომელიც საშუალებას აძლევდათ, ადამიანის ფორმისთვის არაფერი მოეკლოთ, რაც კი მნიშვნელოვნად მიაჩნდათ.”

Posted in სხვადასხვა | Tagged , , , | Leave a comment